GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
16 დეკემბერი 2017
სიახლეები

08 Sep.'17 | საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47.92%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 21.23%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგა...დ გადაყვანილ იქნა 2 703 117 მგზავრი, რაც 47.92%-ით (875 724 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 827 393 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

☑ 2017 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 620 682 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 071 720 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 451 038 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 42.78% შეადგინა;

☑ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 82.59%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 8 თვეში აეროპორტი 154 966 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 282 945 მგზავრი შეადგინა - 127 979 მგზავრით მეტი;

☑ გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 342 264 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 56.36% ით (123 366 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (218 898 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში 4 933 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 442 მგზავრით, შესაბამისად 98.03%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 8 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 491). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 255 მგზავრს მოემსახურა.

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 13 708, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 11 388, ხოლო ჩარტერების 2 320. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 39.18%-ს შეადგენს.

15.00%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 8 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 83 196, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 95 677 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 23 182. 669 ტონა შეადგინა, რაც 4 060.25 ტონით, შესაბამისად, 21.23%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო