GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
22 ოქტომბერი 2017
სიახლეები

20 Sep.'17 | სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა

მიმდინარე წლის 11-14 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი ჩატარდა.

ყოვლისმომცველი ინსპექტირების ფარგლებში, სრულად შემოწმდა თუ როგორ სრულდება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების განსაზღვრის ევროკავშირის პროგრამით (SAFA) გათვალისწინებული ვალდებულებები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. შესწავლილ იქნა შესაბამისი ნორმატიული აქტები, ევროპის N216/2008 რეგულაციის SAFA-სთან დაკავშირებული მუხლების დანერგვის მდგომარეობა, საქართველოს აეროპორტებში დაშვებული საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის შიდა პროცედურები და სახელმძღვანელოები, SAFA-ს ინსპექტორების სავალდებულო სწავლებებთან და მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დაცული დოკუმენტაცია. ამასთან, EASA-ს ინსპექტორთა ჯგუფი დაესწრო სააგენტოს SAFA-ს ინსპექტორების მიერ ჩატარებულ რამდენიმე საინსპექციო შემოწმებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

აუდიტის წინასწარი შედეგების თანახმად, არ გამოვლენილა მძიმე კატეგორიის არცერთი ნაკლოვანება, დაფიქსირდა მხოლოდ სამი მსუბუქი კატეგორიის შენიშვნა, რომელთა აღმოსაფხვრელად სააგენტო უახლოეს ხანებში დაასრულებს მუშაობას. EASA-ს საბოლოო დასკვნას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ორ თვეში მიიღებს. 

უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების განსაზღვრის ევროკავშირის პროგრამაში (SAFA) საქართველო ჩართულია EASA-სთან გაფორმებული სამუშაო შეთანხმების ფარგლებში. პროგრამის მიზანია იმის დადგენა, რომ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, კაბინის ძირითადი აღჭურვილობა, ეკიპაჟი, საბორტო საბუთები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობები შეესაბამება დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო