GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
22 ოქტომბერი 2017
სიახლეები

19 Jul.'17 | საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „eDrone”-ს შორის ასოცირებული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (“Erasmus +”) პროექტის – “Educational for Drone”(eDrone) სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და “eDrone“-ს შორის ურთიერთთანამშ...რომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო კონსორციუმ “eDrone”-ის ფარგლებში თანამშრომლობას, დრონებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულების, მონაცემთა ბაზების, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაცვლის კუთხით.

სამუშაო შეხვედრაზე, პროგრამის მონაწილე მხარეებმა მოისმინეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეზენტაცია, უწყების მიერ შემუშავებული უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის შესახებ. დეტალურად იქნა აღწერილი ახალი რეგულაციით დადგენილი მოთხოვნები და პროცედურული საკითხები.

კონსორციუმი “eDrone” წარმოადგენს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ერთბლიობას, რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დრონების ტექნოლოგიების შესახებ პროფესიული სასწავლო კურსების დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო მასალებისა და მონაცემთა ბაზების გაცვლას შემდეგი მიმართულებებით: დრონების მექანიკური მახასიათებლები, სენსორული მოწყობილობები, შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება-გამოყენება, დრონების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა.

„უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 1 მაისს დაამტკიცა. ახალი რეგულაციის თანახმად, უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირების ნაწილი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო