GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
23 აგვისტო 2017
სიახლეები

12 Jul.'17 | საქართველოსა და ქუვეითს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და ქუვეითს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა დაიწყო. ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Kuwait Wataniya Airways“-ის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაეშვა. 

ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით, ოფიციალური მიღება გაიმართა სასტუმრო „ბილთმორში“. ღონისძიებას ავიაკომპანია “Wataniya Airways”-ის დამფუძნებელთა და მფლობელთა ჯგ...უფი, საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიის პირველი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დღევანდელი დღე ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის სწორედ დღეიდან იწყება რეგულარული საავიაციო მიმოსვლა და ამასთანავე ჩვენს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის რეგულარული რეისების შესრულებას ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია „ვათანია ეარვეისი“ დღეს შეუდგა. კომპანიამ, მისმა წარმომადგენლობამ და ქუვეითის საავიაციო ხელისუფლებამ აქტიური მუშაობა გასწია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. ყველა უწყებამ ვიმუშავეთ ოპერატიულად, რათა ავიამიმოსვლა წლევანდელი ზაფხულის სეზონის ფარგლებშივე ყოფილიყო შესაძლებელი. საქართველოსა და ქუვეითს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ „ე.წ. ღია ცის პრინციპებს“ და აღნიშნულის გათვალისწინებით გამოვთქვამ იმედს, რომ ავიაკომპანია “Wataniya Airways”-ის თუ სხვა მსურველი ავიაკომპანიების მეშვეობით, საავიაციო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაფართოვდება“ - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ.

რეგულარულ რეისებს ელ-ქუვეითი - თბილისი - ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე “Wataniya Airways“ 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 30 ივნისს გასცა.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” ასრულებდა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო