GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
29 ივნისი 2017
სიახლეები

13 Apr.'17 | საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის პროექტი განიხილეს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებს/ოპერატორებს შენიშვნებისა და წინადადებებისთვის უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები წარუდგინა.

ამასთან, წესით გათვალისწინებული ფრენის უსაფრთხოების ნორმების, აგრეთ...ვე საქართველოს საჰაერო სივრცეში ოპერირების სპეციფიკის გაცნობის მიზნით, 12 აპრილს სააგენტოს წარმომადგენლებსა და დრონების ოპერირებით დაკავებულ ჯგუფებს შორის შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებთან ერთად სააგენტომ იმსჯელა წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე. სააგენტოს მხრიდან წარმოდგენილ იქნა დეტალური პრეზენტაცია. ყურადღება გამახვილდა ფრენის დასაშვები სიმაღლის, ავიამოდელიზმის მიმართულების განსხვავებულად რეგულირებისა და სააგენტოში დოკუმენტაციის წარმოდგენის საკითხებზე.

სააგენტოს მიერ შემუშავებული წესით განისაზღვრება ის სავალდებულო უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. წესი ითვალისწინებს დრონების საფეხურეობრივ - ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას, რაც მათ მფლობელებზე ვალდებულებების და პასუხისმგებლობის პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის.

ღია კატეგორიის უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის წესი ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის მოთხოვნები ძალაში შედის 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო სერტიფიცირების ნაწილი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზადაა შეისწავლოს და მხედველობაში მიიღოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელების/ოპერატორების მიერ წარმოდგენილი ის წინადადებები რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებს და ემსახურებიან დრონების უსაფრთხო ოპერირებას საქართველოს საჰაერო სივრცეში.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო