GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
16 დეკემბერი 2017
სიახლეები

07 Apr.'17 | 3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43.62%-ით არის გაზრდილი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 621 828 მგზავრი, რაც 43.62%-ით (188 869 მგზავრით) აღემატება წინა წ...ლის ანალოგიურ მონაცემს (432 959 მგზავრი).

ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  • მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 373 812 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 41.29% შეადგინა;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 3 თვეში აეროპორტი მოემსახურა 37 711 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 68 369 მგზავრი შეადგინა;
  • 3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 23 696 მგზავრი, რაც 14.19%-ით (2 945 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 3 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება;

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 424 მგზავრს მოემსახურა, რაც 739 მგზავრით, შესაბამისად 107.88%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 3 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე მათი რაოდენობა 194 ადამიანს შეადგენდა.

3 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 467 სამგზავრო და სატვირთო რეისი (2 799 რეგულარული და 668 ჩარტერული) შესრულდა, რაც 32.23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (2 622). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.56%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 27 627 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 30 822 ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 8 982, 414 ტონა შეადგინა, რაც 4 178, 020 ტონით, შესაბამისად - 86.96%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.gcaa.ge/geo/regular.php

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო