GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
29 ივნისი 2017
სიახლეები

04 Apr.'17 | სააგენტოს სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოში (BAF)

ევროკავშირის საჯარო დაძმობილების (Twinning) პროექტის - „საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის სტანდარტებთან“ მხარდაჭერით, გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ უწყებაში (Bundesaufsichtsamt für Flugsicherung - BAF) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი შედგა. სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის (ANS) წარმომადგენლები პირადად ორაგნიზაციის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლაუს ჰერმანმა მიიღო.

ხუთ დღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცვნენ გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის უწყების მუშაობას საჰაერო მოძრაობის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებების ზედამხედველობის, აღნიშნული მომსახურებების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირების, აგრეთვე საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის მიზნით სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციისა და სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მართვის კუთხით. განხილულ იქნა აღნიშნული პროცესების როგორც სამართლებრივი ისე ორგანიზაციული მხარე. სააგენტოს სპეციალისტები ჩართულნი იქნენ უწყების მიმდინარე საქმიანობის პროცესშიც.

პრაქტიკული სწავლებები ქალაქ ლანგენში, უწყების სათავო ოფისში გაიმართა. შეხვედრები ჩატარდა აგრეთვე გერმანიის საერნაოსნო მომსახურების საწარმოში (Deutsche Flugsicherung GmbH DFS). ვიზიტის დასასრულს, შედგა საჩვენებელი ტური ფრანკფურტის აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკში. მოეწყო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დათვალიერებაც.

ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, სააგენტო მადლობას უხდის გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ უწყებას (BAF) და საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის Twinning-ის პროექტს.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო