GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
16 დეკემბერი 2017
სიახლეები

27 Mar.'17 | შეხვედრა სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური ელექტრონული მონაცემების მოწოდების საკითხებზე

სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური ელექტრონული მონაცემების მიღების, შეთანხმების, მომხმარებლებამდე (ავიაკომპანიები) მიწოდებისა და აღნიშნული პროცესის ზედამხედველობის საკითხებზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმარ...თა. 2 დღიანი ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ურბან საქართველოს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა მოისმინეს EUROCONTROL-ის ექსპერტის, ალექს პეტროვსკის სემინარი ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებზე.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის ექსპერტის მიერ დეტალურად იქნა განხილული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 73/2010 რეგულაცია. მხარეებმა იმსჯელეს რელიეფისა და დაბრკოლებების ელექტრონული მონაცემების დანერგვის გეგმის შემუშავებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2017 წელს დაამტკიცებს. აღნიშნული გეგმა გულისხმობს ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის არასაავიაციო და საავიაციო უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმის შექმნას - სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე შენობა - ნაგებობების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, მონაცემების წინასწარი შეფასებისა და ექსპერტული დასკვნის მომზადება/მიწოდების გზით.

საავიაციო დაბრკოლებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობა, ანძა, ან მსგავსი ტიპის ობიექტი, რომელმაც თავისი ადგილმდებარეობისა და სიმაღლის მიხედვით შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფრენების უსაფრთხოებაზე. დაბრკოლებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში ან NOTAM-ის ("შეტყობინება მფრინავთათვის") სახით და ხელმისაწვდომია საჰაერო სივრცის ყველა მომხმარებელისთვის.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო