GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
23 აგვისტო 2017
სიახლეები

21 Mar.'17 | შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის არსებული ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში

საქართველოსა და საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის არსებული ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის (DGAC) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარ...ტამენტის ევროპის, დსთ-სა და იაპონიის მიმართულებების ახლად დანიშნული დირექტორი ჟაკ ვებო და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სასწავლებლის (ENAC) აღმ. ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის პროგრამების მენეჯერი კორინ პრიმო სტუმრობდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და სააგენტოს მხრიდან, მასში მონაწილეობას უწყების დირექტორი გურამ ჯალაღონია და მისი მოადგილეები, თამარ არჩუაძე და ლევან კარანაძე იღებდნენ. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სოფიო ტურაბელიძე.

სააგენტოში ვიზიტის ფარგლებში, გურამ ჯალაღონიამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებისა და ENAC-ის წარმომადგენლებს სააგენტოს სპეციალისტებისათვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი სასწავლო კურსების დაფინანსებისა და ორგანიზებისათვის. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლოდ დაგეგმილ იმ სასწავლო პროგრამებზე რომლებიც შეიძლება შემოთავაზებულ იქნას საქართველოსთვის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჭიროებებზე თანამშრომელთა მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ „საქაერონავიგაციასთან“.

ვიზიტის დასასრულს, საფრანგეთის ეროვნული საავიაციო სასწავლებლისა და დირექტორატის წარმომადგენლებმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მოინახულეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მიზანს, ევროკავშირის სტუდენტთა გაცვლის „Erasmus+“ პროგრამის ფარგლებში, საავიაციო სასწავლებლებს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე კონსულტაციების გამართვა წარმოადგენდა.

ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც საფრანგეთისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებმა 2014 წელს მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გამოცდილების გაზიარების, ტექნიკური დახმარებისა და ევროპული საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში კონსულტაციების გაწევის კუთხით. პროგრამის მხარდაჭერით, სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გაიარეს ფრენის პროცედურების დიზაინისა (PANS-OPS) და საავიაციო ძებნა-შველის (SAR) მიზნობრივი სასწავლო კურსები საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სასწავლებელში (ENAC, ტულუზა, საფრანგეთი).

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო