GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
29 ივნისი 2017
სიახლეები

10 Mar.'17 | ფრენის პროცედურების დიზაინისა და კარტოგრაფიის საკითხებზე საქართველოში ICAO-ს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომლის მიზანს ფრენის პროცედურების დიზაინის/კარტოგრაფიის, მისი მომსახურებისა და ზედამხედველობის საკითხებზე პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა, ასევე ქვეყნებს შორის შესაბამისი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვიათრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას ICAO-ს ექსპერტები, სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“, პორტუგალიის, ავსტრიის, მოლდოვას, უკრაინისა და აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლები იღებდნენ.

სამუშაო შეხვედრის პირველი და მეორე დღე თეორიულ სწავლებას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში მოქმედი ფრენის პროცედურების დიზაინის/კარტოგრაფიის, მისი მომსახურებისა და ზედამხედველობის პროცესი. ICAO-ს ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა აღნიშნული პროცესის სამართლებრივი მოწესრიგებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნების დანერგვის კუთხით. შეხვედრის ბოლო დღეს გაიმართა პრაქტიკული ინსპექტირება „საქაერონავიგაციაში“, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე შეეფასებინათ საქაერონავიგაციის საქმიანობა ამ მიმართულებით.

ფრენის პორცედურების დიზაინი და კარტოგრაფია აეროპორტებში მოფრენებისა და გაფრენების ტრექტორიის დიზაინის უზრუნველყოფას, დოკუმენტირებას, ვალიდაციას, მუდმივ გადახედვას, განახლებას და რუკებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ჩამოთვლილ მომსახურებას საქართველოში სააერნაოსნო მომსახურების საწარმო - შპს „საქაერონავიგაცია“ უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროცესის სრულყოფის, საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში და სამოქალაქო აეროდრომებზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წლის 22 თებერვალს ფრენის პროცედურების დიზაინის წესი  შეიმუშავა. წესით დადგენილი მოთხოვნები სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს გამოცემა Doc. 8168 (საჰაერო ხომალდების ოპერირება) მოთხოვნებთან რაც დადებით ასახვას ჰპოვებს ევროპის საჰაერო ნავიგაციის დაგეგმარების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს მონაცემებში და 2018 წელს დაგეგმილი ICAO-ს აუდიტის შედეგებში.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო