GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
16 დეკემბერი 2017
სიახლეები

28 Feb.'17 | 1 მაისიდან „ყატარის ავიახაზები“ თბილისსა და დოჰას შორის დღეში ორი სიხშირით იფრენს

„ყატარის ავიახაზები“ ზრდის ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით და მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს.  განახლებულ ფრენის განრიგს ავიაკომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უახლოეს დღეებში წარმოუდგენს. ავიარეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

თბილისის მიმართულებით ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესახებ „ყატარის ავიახაზების“ მესვეურებმა ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზეც ისაუბრეს. ღონისძიება 27 თებერვალს შედგა და მოწვეულ სტუმრებს შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტავ ჯორჯიას, აეროპორტების გაერთიანიებისა და მსხვილი ტურ ოპერატორების პირველი პირები იყვნენ. როგორც ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა ჯოვანი სიმონინმა შეხვედრაზე აღნიშნა, „ყატარის ავიახაზები“ დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5 წლიან პერიოდს, ასევე ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით. ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც ქართველი ისე ყატარისა და მთლიანად შუა აღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე  წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.

„ყატარის ავიახაზები“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლის თებერვლს შემოვიდა. ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო