GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
29 ივნისი 2017
სიახლეები

27 Feb.'17 | ავიაკომპანია “Georgian Airways” ფრენებს ლიბანის მიმართულებით იწყებს

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ბეირუთი-თბილისი საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაგადამზიდველს ახალ მიმართულებაზე  ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიენიჭა.

ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს “Georgian Airways” ორი ჩარტერული რეისის (13 და 17 აპრილი 2017 წ.) განხორციელებით იწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას, შემდეგი განრიგით შეასრულებს:

27 ივნისიდან - 13 სექტემბერის ჩათვლით: კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს;

29 ივლისიდან - 3 სექტემბრამდე შუალედში: კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ფრენები ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო