GEO    
ENG


  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
30 აპრილი 2017
სიახლეები

08 Feb.'17 | ავიაკომპანია „Gulf Air“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას 22 ივნისიდან იწყებს

საქართველოს ავიაბაზარზე ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია „Gulf Air“ შემოდის. ბაჰრეინსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვის მიღების მიზნით, ბაჰრეინის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებამ და „Gulf Air“-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იანვარში მომართეს. ავიაკომპანიამ უცხო სახელმწიფოს ავიაკომპანიის დაშვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილა. სააგენტოს მიერ ნებართვა 2017 წლის 7 თებერვალს გაიცა.

ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას ავიაკომპანია 2017 წლის 22 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს. რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას,  Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

„Gulf Air“ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მქონე ავიაკომპანიაა, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. საქართველოს საავიაციო ბაზრით ავიაკომპანია 2016 წელს დაინტერესდა. საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას  2016 წლის 21 იანვარს მოეწერა ხელი. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მიზნით ავიაკომპანიამ კონსულტაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მასში შემავალ საავიაციო უწყებებთან, „ტავ ჯორჯიასთან“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან გამართა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო