GEO    
ENG


  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
27 თებერვალი 2017
სიახლეები

30 Jan.'17 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში “Twinning”-ის პროექტის მმართველი კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართა

26 იანვარს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის პროექტის - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მმართველი კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართა. პროექტის მმართველი გუნდის გარდა სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს კვარტალური ანგარიშით გათვალისწინებულ პერიოდში განხორცილებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ანგარიშში ასახული ინფორმაციის ირგვლივ, დეტალური პრეზენტაციით წარსდგა მუდმივი მრჩეველი ბენეფიციარ ადმინისტრაციაში. ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმით (TaIP) გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები გაკეთდა პროექტის ლიდერების მხრიდან. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო შედეგის მიღწევის მიზნით, მხარეებმა განიხილეს მისი რამდენიმე თვით გახანგრძლივების შესაძლებლობა.

„TWINNING“-ის პროექტის მიერ დღეის მონაცემებით დაჯამებული შედეგების მიხედვით:
• ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორების მიერ, შესწავლილ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ფუნქციონალური სტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, შიდა პროცესები და პროცედურები, მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი, შემუშავდა რეკომენდაციები და ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმა;
• განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, პროცესებისა და პროცედურების “Gap Analysis”, რომლის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები;
• დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, გამოიცა ანგარიში სამართლებრივი ჩარჩოს განსხვავებების შესახებ. შემუშავდა ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, სულ იდენტიფიცირებულ იქნა 75 ევროპული რეგულაცია საავიაციო სექტორისთვის, აქედან პრიორიტეტულად განისაზღვრა 20-მდე რეგულაცია, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად;
• განხორციელდა უცხოელი ექსპერტების 78 სამუშაო მისია, ჩატარდა 15-ზე მეტი შეხვედრა, 40 სამუშაო სემინარი და 5 ტრეინინგი;
• დაიგეგმა 5 სასწავლო ვიზიტი „ავსტროკონტროლში“ და ხორვატიის საავიაციო ხელისუფლებაში;

ინფორმაციისთვის: ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. პროექტის ხანგრძლივობაა 21 თვე, ხოლო ბიუჯეტი შეადგენს 1,23 მილიონ ევროს. პროექტის მთავარი ბენეფიციარი ორგანიზაციაა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ევროკავშირის მხრიდან პროექტს ახორციელებენ ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორები: „ავსტროკონტროლი“ და ხორვატიის საავიაციო სააგენტო (CCAA). პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: www.aviation-twinning.eu

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო