GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
23 აგვისტო 2017
სიახლეები

11 Jan.'17 | საქართველოსა და ინდოეთის საავიაციო ხელისუფლებებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მიმიდნარე წლის 9-11 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლ...აპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მიზანს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და „საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების პროექტის თაობაზე მოლაპარაკების გამართვა წარმოადგენდა. ინდურ მხარესთან მოლაპარაკებებს სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტისა და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძრვანელი პირები წარმართავდნენ.

სამ დღიანი მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტის ყველა მუხლი, შეთანხმდნენ შეთანხმების ძირითად პრინციპებზე და მოახდინეს მისი პარაფირება. ამასთან შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე თითოეული მხრიდან კვირაში 21 სიხშირით ფრენაზე, აქამდე მოქმედი მემორანდუმის შესაბამისად ქვეყნებს შორის ფრენების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 4 სიხშირით.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ განახორციელონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანები ინდოეთის რესპუბლიკის შემდეგი მიმართულებებით: დელი, მუმბაი, გოა, ჩენაი, ჰაიდერაბადი, ბენგალურუ, რაც შეეხებათ ინდოეთის მხარის მიერ დანიშნულ ავიაკომპანიებს, ისინი ფრენების განხორციელებას შეძლებენ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. აქამდე რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ დელის მიმართულებით იყო შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 2016 წლის 10 ნოემბერს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის სამუშაო ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა გაჯაპათ რაჯუმ სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო