GEO    
ENG


  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
30 აპრილი 2017
სიახლეები

09 Jan.'17 | 2016 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 25,63%-ით არის გაზრდილი

2016 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს აეროპორტებში  მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 25,63%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 840 455 მგზავრი, რაც 25,63%-ით (579 444 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 261 011 მგზავრი). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 2 252 535 მგზავრს მოემსახურა. 2015 წლის 12 თვის პერიოდში აღნიშნული მონაცემი  1 847 116 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 21,95% შეადგინა;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 312 343 მგზავრი, რაც 37,91%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (226 476 მგზავრი);
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48,32%-ით გაიზარდა. თუ 2015 წელს აეროპორტი მოემსახურა 182 954 მგზავრს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 271 363 მგზავრი შეადგინა.

2016 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 15 318 სამგზავრო და სატვირთო რეისი (რეგულარული/ჩარტერული) შესრულდა, რაც 12,08%-ით აღემატება 2015 წელს განხორციელებული რეისების რაოდენობას (13 667). 2015 წელთან შედარებით, 4,12%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 128 446 ერთეული გადაფრენა, 2015 წელს - 123 364 ერთეული გადაფრენა).

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, 2016 წლის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 34 065. 259 ტონა შეადგინა, რაც 19 180.19 ტონით, შესაბამისად - 128,86%-ით მეტია ვიდრე 2015 წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

დეტალური სტატისტიკური მონაცემები იხილეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულებზე:

http://www.gcaa.ge/geo/regular.php;

http://www.gcaa.ge/geo/cargo.php;

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო