GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
23 აგვისტო 2017
ნებართვები

 
საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №196 დადგენილების - “ საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ შესაბამისად.

ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს წარუდგენს განცხადებას. განცხადების ფორმა და შინაარსი, აგრეთვე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ¨ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ¨ საქართველოს კანონით.

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ადმინისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა დამატებით წარუდგენს:

ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახეობის (სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, პატრულირება, სამშენებლო, აეროგადაღება, აეროვიზუალური ფრენა, საავარიო, ექსპერიმენტული, სამეცნიერო-კვლევითი ან/და სხვა) საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი;
ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში, რა დროიდან, და რა ტიპის საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) შესრულდება საავიაციო სამუშაოები, აგრეთვე მონაცემები ამ საავიაციო სამუშაოთა შესრულების (ეკიპაჟის/ების) კვალიფიკაციის შესახებ;
გ) ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ პოლისებს ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;
დ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, აგრეთვე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისათვის გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის ასლებს.
 
არარეგულარული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
არარეგულარული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №196 დადგენილების - “ საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ შესაბამისად.
არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ადმინისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა დამატებით წარუდგენს:
ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ საჰაერო ხაზზე მოითხოვს ნებართვის მაძიებელი არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების ნებართვას და რა ტიპის საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) უზრუნველყოფს იგი იმ საჰაერო ხაზის ექსპლუატაციას, ასევე რა პერიოდში შესრულდება გადაყვანა-გადაზიდვა;
ბ) ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ პოლისებს ან შესაბამის ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;
გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, აგრეთვე გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის/მოწმობის ასლებს;
დ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების (სამგზავრო ბილეთი, საბარგო ქვითარი, ავიასატვირთო ზედნადები) ნიმუშებს (მრავალჯერადი ნებართვის მოთხოვნის შემთხვევაში).

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო