GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
11 დეკემბერი 2018
მოწმობები

საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობები

საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემა ხორციელდება ს.ს.ი.პ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის 60 ბრძანების -"საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა  და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"  შესაბამისად.

საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:

1. სხ-ის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სხ-ის მესაკუთრის, ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) მიერ საა-ში წარედგინება შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება (დანართი 1);
ბ) სხ-ზე მესაკუთრობის, ან სხ-ის ექსპლუატაციის უფლების დამადასტურებელი საბუთების დედნები ან დადგენილი წესით დამოწმებული მათი ასლები;
გ) საა-ს მიერ გაცემული, ან ექსპორტიორი სახელმწიფოს მიერ გაცემული და საა-ს მიერ მოქმედად აღიარებული კონკრეტული სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობა;
დ) ექსპორტიორი სახელმწიფოს რეესტრიდან სხ-ის ამოღების მოწმობა;
ე) ექსპორტიორი სახელმწიფოს მიერ გაცემული საექსპორტო მოწმობა, (თუ არ სრულდება ამ პუნქტის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნა);

2. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე, ამ "წესის" მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით:

ა) სხ გატარდება სახელმწიფო რეესტრში;
ბ) სხ-ს ენიჭება ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც ჩაიწერება "სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობაში" და ამ "წესის" III (,,საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ამოსაცნობი ნიშნები") თავით განსაზღვრული წესით დაიტანება სხ-ზე;
გ) სხ-ზე გაიცემა "სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობა" (დანართი 3).

3. სხ-ის რეგისტრაციის მოწმობა არის მხოლოდ მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი და არ წარმოადგენს სხ-ის საკუთრების დამადასტურებელ საბუთს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების საა-ში სრულყოფილად წარდგენისა და განხილვის საკითხი რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:

1.საფრენად ვარგისობის მოწმობა (სვმ) გაიცემა იმ სხ-ზე, რომელიც რეგისტრირდება საქართველოში.
2. სვმ-ის მისაღებად სხ-ის (გარდა ერთეული ეგზემპლარი, ზემსუბუქი და/ან არასამრეწველო ხერხით დამზადებული) მესაკუთრემ ან ექსპლუატანტმა (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) საა-ში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება (დანართი 4) და ამ განცხადების დანართი (დანართი N5);
ბ) იკაო-ს წევრი სახელმწიფოს ან იკაო-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული სხ-ის ტიპის სერტიფიკატის ასლი და მისი ტექნიკური მონაცემები ან საა-სთვის მისაღები ექვივალენტური საბუთები;
გიმპორტირებული საჰაერო ხომალდის შემთხვევაში _ ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის საექსპორტო მოწმობა ან მოქმედი საფრენად ვარგისობის მოწმობა (იმ შემთხვევაში თუ საექსპორტო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სხ უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე);
დ)სხ-ის ფორმულარის ამონაწერი (ტექნიკური მდგომარეობის და ექსპლუატაციის მონაცემები). იმ შემთხვევაში თუ სხ იმპორტირდება საქართველოში პირდაპირ სარემონტო ქარხნიდან, ფორმულარში სარემონტო საწარმოს ჩანაწერები უნდა ადასტურებდნენ სარემონტო საბუთებით გათვალისწინებული სამუშაოების და მოდიფიცირების სამუშაოების სრული მოცულობით შესრულებას, ასევე სხ-ის შემდგომ კაპიტალურ რემონტამდე ან ანალოგიური მოცულობის ტექნიკურ მომსახურებამდე რესურსებს;
ე) სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი (დანართი 8);
ვ) სხ-ის საფრენოსნო გამოცდის აქტი (დანართი 9).
ზ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშების მონაცემები;
თ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო ან მისი ექვივალენტური საბუთი;
ი) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა (რეგლამენტი);
კ) სხ-ის ძირითადი მოწყობილობის ტიპური მინიმალური ჩამონათვალი (MMEL);
ლ) სხ-ის ,,ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი".

3. ერთეული ეგზემპლარი, ზემსუბუქი, ან არასამრეწველო ხერხით დამზადებული სხ-ის სვმ-ის მისაღებად სხ-ის მესაკუთრემ ან ექსპლუატანტმა (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში)  საა-ში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება (დანართი 4) და ამ განცხადების დანართი (დანართი N5);
ბ) სხ-ის ტიპის სერტიფიკატი ან მისი ექვივალენტური საბუთი (თუ ასეთი გააჩნია სხ-ს);
გ) იმპორტირებული სხ-ის შემთხვევაში _ ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის საექსპორტო მოწმობა ან მოქმედი საფრენად ვარგისობის მოწმობა (იმ შემთხვევაში თუ საექსპორტო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სხ უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე);
დ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის დამდგენი საექსპერტო კომისიის კომპლექსური დასკვნა (დანართი 10), თუ არ სრულდება ამ პუნქტის "ბ" ან "გ" ქვეპუნქტების მოთხოვნები;
ე) სხ-ის საფრენოსნო გამოცდის აქტი (დანართი 9);
ვ) თუ სხ, დამამზადებლისაგან ან ექსპორტიორისგან მიღებულია კონტეინერით, მისი აწყობის შემდეგ ფორმდება სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი (დანართი 8), ხორციელდება საკონტროლო ფრენა, რომლის შედეგები აისახება საფრენოსნო გამოცდის აქტში (დანართი 9) და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის დამდგენი საექსპერტო კომისიის კომპლექსურ დასკვნაში (დანართი 10);
ზ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშების მონაცემები;
თ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;
ი) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა (რეგლამენტი).

4.საა უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს სხ-ის ექსპორტიორი ქვეყნის საფრენად ვარგისობის ნორმების საქართველოში მოქმედ ანალოგიურ ნორმებთან განსხვავების მონაცემები. 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო