GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
22 აგვისტო 2019
მგზავრთა საყურადღებოდ

მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე თვითმფრინავის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, დაუფლების მცდელობის აღკვეთის მიზნით, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთირებების, მომწამლავი, სწრაფად აალებადი, რადიოაქტიური საგნებისა და ნივთირებების გადატანა საჰაერო ხომალდით არ დაიშვება.

წარმოგიდგენთ საჰაერო ხომალდით  გადასატანად აკრძალულ სახიფათო ნივთიერებების და საგნების სრულ ნუსხას რომელიც შემუშავებულია ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების - სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ:

1. საჰაერო ხომალდის სალონით აკრძალულია შემდეგი საგნების გადაზიდვა:

            ა) ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა მოწყობილობა, რომლიდან გასროლამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან ცეცხლსასროლ იარაღს მიმსგავსებული საგნები, მათ შორის:

ა.ა) ყველა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, პისტოლეტი, რევოლვერი, შაშხანა და საფანტის თოფი;

ა.ბ) სათამაშო თოფები, მათ შორის, ყალბი ცეცხლსასროლი იარაღი ან მისი იმიტაცია;

ა.გ) ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები, გარდა ტელესკოპური სამიზნისა;

ა.დ) პნევმატური და კარბონის დიოქსიდიანი პნევმატური იარაღი, მათ შორის, პისტოლეტი, თოფი კუთხვილიანი ლულით, შაშხანა და ბურთულების სასროლი თოფი;

ა.ე) რაკეტის სასროლი პისტოლეტი (სასიგნალო) და სასტარტო პისტოლეტი;

ა.ვ) მშვილდი, არბალეტი და ისრები;

ა.ზ) წყალქვეშა თოფი და ჰარპუნის სასროლი თოფი;

ა.თ) შურდული და სატყორცნი იარაღი;

        ბ) ელექტროშოკური  საშუალებები, მათ შორის:

ბ.ა) შოკური მოქმედების იარაღი, ისეთი, როგორიცაა ელექტროშოკური პისტოლეტი ან ელექტროშოკური ხელკეტი;

ბ.ბ) ცხოველების გაბრუებისა და ცხოველების განადგურებისათვის განკუთვნილი იარაღი;

 ბ.გ) დროებითი უუნარობის გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები, აირები და აეროზოლები, ისეთები, როგორიცაა წიწაკის გაზის აეროზოლი, მჟავური აეროზოლი, ცრემლსადენი გაზი და აეროზოლი ცხოველების დასაფრთხობად;

         გ) ბასრი წვერის ან პირის მქონე საგნები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის:

გ.ა) საკეპი საგნები, ისეთები, როგორიცაა ცული, ნაჯახი და ყასბის  დანა;

გ.ბ) ყინულის სამტვრევი ცული და წერაყინი;

გ.გ) უსაფრთხო სამართებლის პირი;

გ.დ) ნებისმიერი სახის დანა და მაკრატელი;

გ.ე) ბასრი წვერის ან პირის მქონე აღმოსავლური ორთაბრძოლის იარაღი;

გ.ვ) ხმალი და დაშნა;

        დ) სამუშაო იარაღი, რომლის გამოყენებამ  შეიძლება სერიოზული საფრთხე  შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის:

დ.ა) ძალაყინი;

დ.ბ) საბურღი მოწყობილობა და ბურღები, მექანიკური პორტატული უსადენო საბურღი მოწყობილობის ჩათვლით; 

დ.გ) ხელსაწყოები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღის სახით, ისეთები, როგორიცაა სახრახნისი  ან საჭრეთელი;

დ.დ) ნებისმიერი სახის ხერხი (მექანიკური, პორტატული, უსადენო) ; 

დ.ე) სარჩილავი ხელსაწყო;

დ.ვ) ქანჩის ჩასახრახნი და ლურსმნის ჩასაჭედებელი ხელსაწყოები;

ე) ბლაგვბოლოიანი ხელსაწყოები, რომლის დარტყმამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის:  

ე.ა) ბეისბოლის და  სოფტბოლის საცემელა;

ე.ბ) ხელკეტი;

ე.გ) აღმოსავლური ორთაბრძოლის იარაღი;

         ვ) ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე  შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის:

ვ.ა) საბრძოლო მასალა;

ვ.ბ) კაფსულ-დეტონატორი;

ვ.გ) დეტონატორი და მცველი;

ვ.დ) ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა;

ვ.ე) ნაღმი, ხელყუმბარა და სხვა  ასაფეთქებელი საშუალება;

ვ.ვ) პიროტექნიკური საშუალებები, ფეიერვერკის ჩათვლით;

ვ.ზ) კვამლწარმომქმნელი ბალონები ან საკვამლე ჭურვი;  

ვ.თ) დინამიტი, დენთი და პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება.

        ზ) სითხეები, აეროზოლები და გელების გადაზიდვა ხორციელდება ამ წესის მე-13 დანართით განსაზღვრული მოთხოვნებით. 

       

2. საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით აკრძალულია იმ ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების გადაზიდვა, რომელმაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის:

ა) საბრძოლო მასალა;

ბ) კაფსულ-დეტონატორი;

გ) დეტონატორი და მცველი;

დ) ნაღმი, ხელყუმბარა და სხვა  ასაფეთქებელი საშუალებები;

ე) პიროტექნიკური საშუალებები, ფეიერვერკის ჩათვლით;

ვ) კვამლწარმომქმნელი ბალონების ან საკვამლე ჭურვები;  

ზ) დინამიტი, დენთი და პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებები.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ გადამყვან ავიაკომპანიას ან შესაბამისი აეროპორტის ცნობათა ბიუროს
 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო