GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
1 დეკემბერი 2020
სააგენტოში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა

სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მისაღებად, განცხადებასთან (დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმა) ერთად განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით „სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტს;

ბ) განმცხადებლის ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურას პასუხისმგებელი პირების მითითებით;

გ) წერილობითი თანხმობას იმისა, რომ განმცხადებელი, ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად, იკაოს მიერ დადგენილი ფორმებით, წელიწადში ერთხელ მიაწვდის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშებს, ხარჯების სტატისტიკას და საფინანსო მონაცემებს, გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისა;

დ) საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის მონაცემებს წესის დანართი №7-ის მიხედვით. თუ განმცხადებლის საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის რომელიმე წევრი სხვა ავიასაწარმოშიც ასრულებს შესაბამის მოვალეობას, მონაცემებს უნდა დაერთოს ამ სხვა ავიასაწარმოს ხელმძღვანელის თანხმობა;

ე) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის მონაცემებს:

ე.ა) სამოქალაქო სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი;

ე.ბ) სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

ე.გ) იმ საბორტო ჰაერსანაოსნო მოწყობილობების გამოყენების უფლება,  რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ფრენის განხორციელებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);

ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მონაცემებს წესის №6 დანართის მიხედვით და მათ უფლება მოვალეობებს;

ამ პირთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემების:GM Doc 9376 C3, C4, Doc 8973 და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიცილური გამოცემის Doc 30 მოთხოვნებს.

ზ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის ფლობის დამადასტურებელი საბუთს. სხ-ის იჯარის(ლიზინგის) ფორმით ფლობის შემთხვევაში, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8335 და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს;

თ) სერტიფიკატის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს. პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას;

ი) „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამას“, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით „უშიშროება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან” და „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს;

კ) „უსაფრთხოების მართვის სისტემის პროგრამას“ ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 და მე-19 დანართების, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859(“უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო“) და სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნებს. (თუ ექსპლუტანტი გეგმავს საერთაშორისო გადაზიდვებს და სასწავლო ფრენებს);

ლ) „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელოს“ (სამგზავრო რეისების განხორციელების შემთხვევაში);

მ) „ტვირთის ჩატვირთვისა და გადაზიდვის სახელმძღვანელოს“ (სატვირთო რეისების განხორციელების შემთხვევაში);

ნ) ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმას;

ო) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმას; (შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე დოკუმენტად, ასევე როგორც ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების პროგრამის შემადგენელი ნაწილი);

პ) საქართველოს სერტიფიცირებულ აეროდრომებზე ბაზირების შემთხვევაში აეროპორტის ტერიტორიაზე მოძრაობის უნარდაკარგული სხ-ის გადაადგილების გეგმა, შეთანხმებული შესაბამის ორგანიზაციასთან,რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მოქმედი იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9137-ის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს;

ჟ) ხელშეკრულებებს:

ჟ.ა) საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აფრენა-დაფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სამსახური), მიწისზედა მომსახურებაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია მიწისზედა მომსახურების სამსახური;

ჟ.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებასთან (საავიაციო პერსონალის თეორიულ მომზადებაზე, საწაფზე მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე);

ჟ.გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციასთან (აერონავიგაციური, რადიოშუქტექნიკურ მომსახურებაზე და წინასაფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფაზე), ავიამეტეოროლოგიურ მომსახურებაზე (ფრენის მარშრუტზე და აფრენა-დაფრენის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე);

ჟ.დ) სხ-ის ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე, (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია თავისი ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის სამსახური) გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას;

ჟ.ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე, რომელსაც ითანხმებს სააგენტო.

რ) „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს”, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 („ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დანართი №1-ის მოთხოვნებს;

ასევე, „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“ უნდა შეიცავდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პირობებს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) შესაბამისად და სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9481-A№/928 („საჰაერო ხომალდზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას მოქმედებათა თანმიმდევრობის ინსტრუქცია“) მოთხოვნების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთის გადაზიდვას.

ს) „ფრენის შესრულების სახელმძღვანლოს“ A, B, C, D ნაწილის, MEL-ის და „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელოს“ სპეციალურ კითხვარებს - შევსებულს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმების (ABCDMEL„ბორტგამყოლთა სახელმძღვანელო" ) შესაბამისად

ტ) განმცხადებლის მიერ სახიფათო ტვირთების (ნაკეთობების) გადაზიდვების დაგეგმვისას:

ტ.ა) საავიაციო პერსონალის მომზადების პროგრამას და კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთებს (სერტიფიკატების ასლები) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის (Doc 9284-A№/928)-ის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის” მოთხოვნებს,მიუხედავად, იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთების გადაზიდვას.

ტ.ბ) „სახიფათო ტვირთის(ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელოს”რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის (Doc 9284-A№/928)-ის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის”მოთხოვნებს;

უ) ინფორმაციას დაგეგმილი ფრენების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

ფ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის 11.2 პუნქტის და მე-3 ნაწილის მე-2 სექციის 9.2 პუნქტის მოთხოვნებს;

ქ) „ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს „ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემები-მოთხოვნებს“;

ღ) „სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამას“, შემუშავებულს სააგენტოს 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნების და სხ-ის მწარმოებლის ინსტრუქციების საფუძველზე;

ყ) მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელოს, რომელიც უნდა მოიცავდეს პერსონალის მომზადების პროგრამას.

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო