სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება;
სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება;
ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა;
ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;
აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზეზედამხედველობა;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
საავიაციო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა.
ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინპექტირების დეპარტამენტი
კახა ჩაჩავა
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 109)
|