სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის ფუნქციებია:
აეროდრომების, ვერტოდრომებისსერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა;
აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია;
აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;
აეროდრომებისა და ვერტოდრომების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში, საავარიო სამაშველო სამუშაოებში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა და საავარიო - სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო მასალის პროექტების მომზადება;
კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა;
აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტი
ლევან მოსეშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 111)
|