GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
16 ივლისი 2019
მთავარი \ მიმართულებები
აეროდრომები და აეროპორტები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტის ფუნქციებია:

აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა;

აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია;

აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა;

კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;

ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;

აეროდრომებისა და ვერტოდრომების  უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;

კომპეტენციის ფარგლებში, საავარიო - სამაშველო სამუშაოებში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა და საავარიო - სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება, კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;

კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო მასალის პროექტების მომზადება;

კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;

საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა.

 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო