სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია;
საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღება, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვა;
საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება;
სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა საკვალიფიკაციო, მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია;
სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა;
საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპოდენციის მიღება/გაგზავნა;
საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება.
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ვერიკო ბახტაძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 117)
ელ.მისამართი: office@gcaa.ge
|