GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
27 ოქტომბერი 2020
აქტიური NOTAM- ები

ნოტამი (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის)

ყურადღება! საქართველოს საჰაერო სივრცის იმ მომხმარებლებს, რომლებთაც არ აქვთ წვდომა საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების მეშვეობით გავრცელებულ შეტყობინებებზე (NOTAM), ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, საშუალება აქვთ გაეცნონ ინფორმაციული ხასიათის შეტყობინებებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის შეზღუდული, სახიფათო, აკრძალული არეების ამოქმედების შესახებ.

ამასთან, სასურველი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს აქტიური ნოტამების სანახავად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ICAO-ს გლობალურ მონაცემთა ბაზაში: Notices to Airmen (NOTAMS)

აპლიკაცია შესაძლებლობას იძლევა თორმეტ საათში ერთხელ განახლებად რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია ყველა აქტიური ნოტამის შესახებ. საძიებო სისტემაში ირჩევთ სასურველ ქვეყანას/რეგიონს ან შეგყავთ შესაბამისი ლოკაციის ტიპი, აეროპორტის ან საჰაერო სივრცის შესაბამისი კოდი.

 

აქტიური ნოტამები:

NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

G0195/20 NOTAMN

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით (30.11.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
  • პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს (ICAO-ს კოდი EVRA) შორის.

2020 წლის 1 ნოემბრიდან, შეზღუდვა მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • დოჰა (ICAO-ს კოდი  OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ს კოდი  EPWA);
  • ათენი (ICAO-ს კოდი  LGAV).
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი  EHAM);
  • ვენა (ICAO-ს კოდი  LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ს კოდი  EDDB);
  • მილანი (ICAO-ს კოდი  LIME);

შეზღუდვა ასევე იხსნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:

  • კატოვიცე (ICAO-ს კოდი  EPKT);
  • ვილნიუსი (ICAO-ს კოდი  EYVI);
  • დორტმუნდი (ICAO-ს კოდი  EDLW).

 

G0195/20 NOTAMN

Q) UGGG/QOEXX/IV/NBO/E /000/999/4219N04323E166

A) UGGG B) 2010312000 C) 2011302000

E) COVID-19: FLIGHT RESTRICTIONS.

ALL INTERNATIONAL SCHEDULED FLIGHTS TO/FROM GEORGIA

ARE RESTRICTED. RESTRICTIONS DOES NOT APPLY TO:

A. FLIGHTS BTN UGTB AND EDDM, LFPG, EVRA, OTHH, EPWA, LGAV, EHAM,

LOWW, EDDB, LIME.

B. FLIGHTS BTN UGKO AND EVRA, EPKT, EYVI, EDLW.

C. FLIGHTS WHEN AIRCRAFT ARRIVES AT GEORGIAN AIRPORTS WITHOUT

PASSENGERS (FERRY FLIGHT) TO CARRY PASSENGERS DESTINED FOR THE

FOREIGN COUNTRIES.

D. CARGO FLIGHTS, GOVERNMENTAL FLIGHTS, AMBULANCE FLIGHTS, EMERGENCY

LANDINGS, LANDING WITH TECHNICAL REASONS (TECHNICAL STOP), AERIAL

WORKS AND SEARCH AND RESCUE OPERATIONS.

FOR ADDITIONAL INFORMATION PLEASE CALL 1505 OR 116001 OR VISIT

WEBSITE WWW.MFA.GOV.GE OR WWW.STOPCOV.GE

 

2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია 2019 წლის 13 მარტიდან, ადგილობრივი დროით 13:00 სთ-დან (09:00 UTC დრო). დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ NOTAM-ი G0036/19.

ALL BOEING 737-8  MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR.

EFFECTIVE FROM 09:00 UTC; MARCH 13, 2019

 

3. 2020 წლის 12 დეკემბრამდე, 41°45'14.4"N, 042°49'09.6"E ლოკაციაზე რადიუსით 4,3 საზღვაო მილი, შეიზღუდა ფრენები. ფრენები ნებადართულია, მხოლოდ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან შეთანხმებით. 

TEMPO RESTRICTED AREA ESTABLISHED WI RADIUS 4.3 NM CENTRED ON 
414514N0425102E. FLIGHTS WI THIS AREA ALLOWED ONLY IN COOR WITH ATC.
LOWER: GND
UPPER: UNL

 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო