GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
20 ნოემბერი 2018
NOTAM

მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება

რა არის NOTAM/ნოტამი?

ნოტამი არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

 

ნოტამების გამოცემა

აქტიური ნოტამები

 

რა შემთხვევაში უნდა გამოიცეს ნოტამი?

ნოტამი გამოიცემა ყოველთვის, როდესაც:

ა) გასავრცელებელი ინფორმაცია ატარებს  დროებით ხასიათს და არის მოკლევადიანი;

ბ) ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მუდმივი ცვლილება ან დროებითი ხასიათის გრძელვადიანი ცვლილება, გარდა დიდი მოცულობის ტექსტური და/ან გრაფიკული მასალისა, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გავრცელებას.

 

ვინ გამოსცემს ნოტამს?

საქართველოს შესახებ ნოტამს გამოსცემს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო. ნოტამის გამოცემისთვის აუცილებელია ნოტამის გამოცემის ინიციატორმა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია.

 

ვინ არის ნოტამის გამოცემის ინიციატორი?

ნოტამის გამოცემის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც საავიაციო ინდუსტრიის ცალკეული უწყებები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იყენებს საჰაერო სივრცეს.

 

რა უნდა ვიცოდეთ ნოტამის გამოცემისთვის?

ნოტამის გამოცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი ნორმატიული აქტებით:

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის N471-ე დადგენილება „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ დამტკიცების შესახებ

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის ბრძანება N24-ით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესი“.

 

 

 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო